მამუკა ბახტაძე - არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, მე ანგარიშვალდებული ვარ საქართველოს საზოგადოების წინაშე

მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში... მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლებისა და საქართველოს საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, ქვეყნის მაჩვენებლები 2012 წლის არჩევნების შემდეგ, არაერთი მიმართულებით გაუმჯობესდა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ჩვენ 2012 წელს არჩევნები მოვიგეთ. საუკეთესო პასუხი იმაზე, თუ რა მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდმა ცვლილებამ, არის საერთაშორისო რანჟირებები. როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით: მედია პლურალიზმი, ადამიანის უფლებები, კერძო სექტორის აქტივების საკუთრების დაცვა, გაცილებით უფრო მაღალი გამჭვირვალობა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ხუთეულში. რაც კვლევებს, საქართველო ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას ძალიან ბევრ კვლევაში. ესაა კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი ამ განცხადების შემდეგ პრემიერს სიტყვა შეაწყვეტინეს და იქვე შემდეგი შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.

„მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე და ეს მკაფიოა. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრები. ასევე, ჩვენი განვითარება საერთაშორისო შეფასებებში“, - განაცხადა ბახტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა