გუკა რჩეულიშვილი - "ცენტრ პოინტი" m²-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი კი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდებიან

"ცენტრ პოინტი" M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. როგორც "ინტერპესნიუსს" "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული წინაპირობების 80% შესრულებულია, დარჩენილ 20%-ს კი "ცენტრ პოინტი" უახლოეს 10 დღეში შეასრულებს.

რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში M2 სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ.

"ორ კვირაში M2 დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის "ცენტრ პოინტი" M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, "ცენტრ პოინტი" ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ. მშენებლობის წარმოების პარალელურად კი მაიასთან და რუსიკოსთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ისინი საპატიმროს დატოვებენ", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა