„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველო „ბერნინის სკოლას და რომაულ ბაროკოს“ მასპინძლობს

11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო. შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან" გაიმართება.

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქი ამჯერად 60-მდე შედევრს მასპინძლობს, რომლებიც რომის მახლობლად მდებარე პალაცო კიჯი ინ არიჩაში ინახება.

„ეს სასახლე თავის დროზე რომის პაპების საცხოვრებელი გახლდათ, რომელიც ჯოვან ლორენცო ბერნინიმ უმშვენიერეს ნაგებობად აქცია, დღეს კი აქ მუზეუმი და მეჩვიდმეტე საუკუნის ხელოვნების შემსწავლელი ცენტრია განლაგებული.

ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აღნიშნულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია: პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები და მოსამზადებელი ესკიზები დიდი ფრესკებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, უკვე ჩატარდა ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენები.

„ეს გამოფენა იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და პალაცო კიჯი ინ არიჩასა და Glocal Project Consulting-თან ერთად ხორციელდება. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", ქართული მხრიდან - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორისაა: „ვითიბი ბანკი“, DBA, Salini Impregilo, Leonardo, Gulf, Anas“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს