ლევან იზორია - დღეს ჩვენი ამოცანა არის, როგორც საკუთარი თავის, ისე დასავლეთის გაძლიერება

მნიშვნელოვანია საქართველომ და დასავლეთმა დაიცვას ერთობლივი ღირებულებები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

კონფერენციის მოდერატორმა თავდაცვის მინისტრს მიმართა, შეეფასებინა საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები და სამომავლო გეგმები.

„ჩვენ კონკურენტულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც დასავლეთი უპირისპირდება ავტორიტარიზმს. ამ ფონზე რუსეთი არის სერიოზული გამოწვევა. საქართველო არის დასავლეთის განუყოფელი ნაწილი და საქართველო გახდება ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. დღეს ჩვენი ამოცანა არის, როგორც საკუთარი თავის, ისე დასავლეთის გაძლიერება. მხოლოდ ასე მოვერევით იმ საფრთხეებს, რაც რუსეთის მხრიდან მოდის. ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ და დასავლეთმა დაიცვან ერთობლივი ღირებულებები. მნიშვნელოვანია არა სტრატეგიული მოთმინება, არამედ სტრატეგიული მზაობა. საქართველო მზად უნდა იყოს ნატო-ში შესვლისთვის", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა