აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე - შეგვიძლია შევხედოთ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს და განვითარებულ ქვეყნებს და გავაკეთოთ არჩევანი თუ რა არის უკეთესი

საქართველო არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. ამას ადასტურებს არაერთი მაგალითი, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების, კონტროლისა და უშიშროების საკითხებში ანდრეა ტომფსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანდრეა ტომფსონმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დემოკრატიას ყველა ქვეყანაში მუდმივი განვითარება სჭირდება.

"საქართველო არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. ამას ადასტურებს არაერთი ქმედება მაგალითად ერთობლივი წვრთნები, ასევე შეხვედრები და ზოგადად ჩვენი თანამშრომლობა როგორც ეკონომიკური, ასევე დიპლომატიური და სამხედრო მომართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-სკენ გზაზე ბევრი სამუშაო განხორციელდა, თუმცა ასევე უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბევრი მიმართულებით და გაგრძელდეს ეს განვითარება. რაც შეეხება კითხვას სჭირდება თუ არა საქართველოს დემოკრატიას განვითარება, გეტყვით, რომ ნებისმიერ დემოკრატიას სჭირდება განვითარება. მე გეტყვით საკუთარი ქვეყნის მაგალითზე, რომ ჩვენც მუდმივად განვითარების პროცესში ვართ. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს და გავაკეთოთ არჩევანი თუ რა არის უკეთესი", - განაცხადა ანდრეა ტომფსონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა