სოფიო ქაცარავა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან - ტაკან ილდემთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ჰიბრიდულ საფრთხეებს და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და როლზე ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ ტაკან ილდემს სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო 24 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ სტრატეგიული კომუნიკაციებს ფორუმს, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

„ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურად გამოყენება. სწორედ ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი საკითხი. ნატო-ს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დიდი გამოცდილება და შესაძლებლობები გააჩნიათ ამ მიმართულებით და ჩვენს ამოცანას წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. შევთანხმდით, რომ მომავალში გავაძლიერებთ თანამშრომლობას სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა