პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

საბჭოს სხდომაზე მომხსენებლები არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

სხდომას საბჭოს ყველა მუდმივი წევრი ესწრება, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.

სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს მედიისთვის კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა