ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმატი იყოს გამოყენებული "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების კითხვებზე დროული და სრულყოფილი პასუხების გასაცემად

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა და პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იმ თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრა, რომლებმაც აგვისტოს ბოლოს მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულებების პირობები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობს გამჭვირვალე და თანმიმდევრული შრომის პოლიტიკა, მიღებული გადაწყვეტილებები კი, დაუსაბუთებელია.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმატი იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მაუწყებლის თანამშრომლებში არსებულ ძალიან ბევრ კითხვას დროულად და სრულყოფილად გაეცეს პასუხი.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები არხზე არაერთ პრობლემას ხედავენ. ეს ეხება როგორც შრომით პოლიტიკას და ბოლო პერიოდში დაწყებულ ოპტიმიზაციის პროცესს, ასევე ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხებს. ეს კითხვები მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ამ კითხვებზე მათ და საზოგადოებას ნათელი და დროული პასუხები გაეცეს.კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ბორდს და საქართველოს პარლამენტს აკისრია, რომელსაც აქვს უშუალო შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას მუდმივ რეჟიმში ადევნოს თვალ-ყური, მოისმინოს ანგარიში და ა. შ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას მუდმივი ყურადღების არეალში ექნება აღნიშნული საკითხი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს