დავით ბაქრაძე - საპარლამენტო კომისიის მუშაობამ დაადასტურა ზაზა სარალიძის სიმართლე, რომ სისტემამ ყველაფერი გააკეთა, არ მომხდარიყო საქმის სრულფასოვნად გამოძიება

როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიის მუშაობამ დაადასტურა ზაზა სარალიძის სიმართლე, რომ სისტემამ ყველაფერი გააკეთა, არ მომხდარიყო საქმის სრულფასოვნად გამოძიება და არ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც დასასჯელი იყვნენ დავით სარალიძის მკვლელობის გამო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. ბაქრაძე თანაგუნდელ ოთარ კახიძესთან ერთად პარლამემტის შენობასთან მივიდა, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას მართავენ.

ბაქრაძის თქმით, ის აქციაზე სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით მივიდა. "როგორც ორი შვილის მამა, ადამიანურად, რა თქმა უნდა, სრულად თანავუგრძნობ ზაზა სარალიძეს და მთლიანად სოლიდარული ვარ მასთან მიმართებაში. როგორც პოლიტიკოსს მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიის მუშაობამ დაადასტურა ზაზა სარალიძის სიმართლე, რომ სისტემამ ყველაფერი გააკეთა, არ მომხდარიყო საქმის სრულფასოვნად გამოძიება და არ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც დასასჯელი იყვნენ ამ მკვლელობის გამო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია ადამიანურად და პოლიტიკურადაც გვერდში დავუდგეთ ზაზა სარალიძეს. რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებსა და მის კონკრეტულ გეგმას მომავალთან დაკავშირებით, ამაზე გვექნება მასთან კონსულტაცია და კონკრეტულ დეტალებზე ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა