ბრუნო ბალვანერა - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია EBRD-ის ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყველა ის მიმართულება, სადაც EBRD მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას. ამ მიმართულებებს შორისაა სამთო მრეწველობა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პროგრამა, ენერგოეფექტურობა და სხვა.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალშიც ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ვინაიდან იგი მზადაა და გახსნილია დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მომავალი თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ გიორგი ქობულიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა