მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლების სათავეში არიან მხეცები, სისხლისმსმელები

ხელისუფლება საერთოდ არ არის, სათავეში არიან მხეცები, სისხლისმსმელები, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს.

„ხომ ხედავთ, 24 საათი გავიდა, როგორ შეტევაზე წამოვიდნენ. ეს არის ამ მხეცური ხელისუფლების პასუხი. სად არის ხელისუფლება?! არ არის! არ არის საერთოდ ხელისუფლება, სათავეში არიან მხეცები, სისხლისმსმელები, ნაძირლები. ჩვენ აქ ვართ მგელი ხალხი, მგელს კარავში არასდროს სძინებია. ჩვენ წვიმაშიც ვიქნებით და ბოლომდე ვიდგებით აქ! კარავი არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს