მამუკა ბახტაძე - უნდა შევქმნათ ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც კიდევ უფრო კონკურენტიანს გახდის ჩვენს ეკონომიკას

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც კიდევ უფრო კონკურენტიანს გახდის ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ციფრული საბაჟოს იდეა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

„საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე. ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია. ეს არის პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ, რომ საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიც არის სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ოპერატორი, რეექსპორტის პროცედურები და ა.შ. ამავე დროს შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება, მათ შორის ერთიან სახაზინო კოდს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალი ციფრული სერვისების შესათავაზებლად. ციფრული საბაჟოს იდეა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი და საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გააკეთებს ციფრულ საბაჟოს. საბაჟო და საგადასახადო კოდექსის განხილვა მოხდება ღია პლატფორმის პროცესში“, - განაცხადა ბახტაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა