პრეზიდენტი - ახალმა პრეზიდენტმა ყველა ქვეყანაში უნდა თქვას, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს - ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის რუსეთის მხარეს

ახალ პრეზიდენტს მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე, "მსოფლიო თავდაყირა - 2018" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატივს სცემს შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის.

„მე პატივს ვცემ ინსტიტიტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით. რთულია სიტუაცია სასამართლოებთან დაკავშირებით. მას მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ეს არ უნდა გამართლდეს. ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის ისტორიის ბნელ მხარეს, ის არის რუსეთის მხარეს. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ იარაღი უჭირავთ და იცავენ მოქალაქეებს, როცა ისინი იბრძვიან, მათ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა