მეთიუ ბრაიზა - აშშ და საქართველო ერთი და იგივე ღირებულებებს იზიარებენ

აშშ და საქართველო ერთი და იგივე ღირებულებებს იზიარებენ, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველო ტრანსატლანტიკური, დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენ ერთი და იგივე ფილოსოფია გვაქვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებზე“.

მეთიუ ბრაიზამ ასევე ისაუბრა დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„ნებისმიერი დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ამომრჩევლის აპათიაა, როდესაც მათ არ აწუხებთ მოვლენები ან იმდენად ცინიკოსები ხდებიან, რომ აღარ ფიქრობენ, რომ ხმის მიცემა მნიშვნელოვანია და რამეს წყვეტს. ეს არის დემოკრატიის ყველაზე დიდი საფრთხე. რუსეთი ყოველთვის ცდილობს მანიპულაცია მოახდინოს, შეასუსტოს ინსტიტუტები და რუსეთს ჰყავს ამის თანამონაწილეები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც ასევე საფრთხეს წარმოადგენს. იმედია, ქართველი ამომრჩეველი ბრძნულ არჩევანს გააკეთებს“, - დასძინა ბრაიზამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა