სასტუმრო „რუმსთან“, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს, "იბერიას" ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

სასტუმრო „რუმსთან“, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მათ სურთ ყველას გააგებინონ, რომ ხელისუფლება საქართველოში თავისუფალ მედიას ებრძვის.

"აქ იმიტომ ვართ მოსული, რომ ჩვენი ხელისუფლება არის დაყრუებული. ხელისუფლებას სურს ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა და გაჩერება. ხელისუფლების წარმომადგენლებს აინტერესებთ მხოლოდ ფული. ჩვენი ეთერებიდან მათ არ ესმით ჩვენი ხმა. აქ საერთაშორისო საზოგადოებაა შეკრებილი და გვსურს გავაგებინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღუდავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს", - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა