კვლევის თანახმად, 2011-2017 წლებში პედაგოგების საშუალო ხელფასი ორჯერ გაიზარდა, თუმცა ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს ჩამორჩება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, 2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი (მათ შორის პედაგოგების) ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს მნიშვნელოვნად (თითქმის ორჯერ) ჩამორჩებოდა.

კვლევის, სახელწოდებით „დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“, თანახმად, საჯარო და კერძო სკოლებში ხელფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბოლო მონაცემებით, კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 631 ლარი იყო.

“სასკოლო განათლების დაფინანსების და ხარისხის ზრდას შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არქონაა, რასაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების პროგრამაც ადასტურებს. პროგრამას მიზნად არ აქვს ხარისხის ამაღლება და შემუშავებული არ არის ხარისხის საზომი ინდიკატორები”,- ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა