საქართველოს ისრაელის თავდაცვის მინისტრი პირველი ვიზიტით ეწვია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ლევან იზორიას განცხადებით, ისტორიული დოკუმენტია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს თავდაცვის უწყებას რეზერვის სისტემის განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს