საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს 13 სექტემბერს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,აღსანიშნავია, რომ ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებეულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლბების განმტკიცების თვალსაზრისით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა