თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე გამოძალვასა და ძალადობაში გამართლებული პირები დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს2018 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი და ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში და ძალადობაში უდანაშაულოდ ცნობილი ბრალდებულები კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ, რ.ჟ-მ და ბ.ჯ.-მ ერთ-ერთ ბიზნესმენს, მის სამუშაო ოფისში განუცხადეს, რომ გაზგასამართი სადგურის 25 %-იანი წილი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით კ.ფ.-თვის უნდა გადაეცა. ბიზნესმენისგან უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ ძალადობას კვლავ განახორციელებდნენ.

„ამის შემდეგ კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ. სისტემატურად ხვდებოდნენ დაზარალებულს და კ.ფ.-ს სასარგებლოდ წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარის გადაცემას მოითხოვდნენ.

ამასთან, დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 მაისს, კ.ფ. იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ.გ.-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კ.ფ.-ს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 120-ე მუხლით და 111,151 მუხლით) დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით, ხოლო რ.ჟ -ს და ბ.ჯ.-ს (181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაშო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა