გიორგი კანდელაკი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით მთავრობის პასიურობა დანაშაულის ტოლფასია

მოცემულ სიტუაციაში, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით, მთავრობის პასიურობა დანაშაულის ტოლფასია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ მიესალმება ევროკავშირის დელეგაციის განცხადებებს, რომელშიც ევროკავშირი კიდევ ერთხელ ეხმაურება ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოითხოვს ტატუნაშვილის მკვლელობის სრულფასოვან გამოძიებას და ასევე გამოთქვამს აღშფოთებას ჩვენი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელის არდასჯის გამო.

„ევროპული საქართველო მთავრობისგან მოითხოვს, დააზუსტოს ივლისში გამოქვეყნებული ხარვეზიანი სია, რომელშიც შსს-მ შეიყვანა ერთი მხრივ, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პირები, ხოლო მეორე მხრივ, არ შეიყვანა რუსეთის ფედერაციის სტრუქტურების არც ერთი წარმომადგენლები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავრობის დამტკიცებისას „ევროპულმა საქართველომ“ წარმოადგინა რუსეთის იმ სტრუქტურების წარმომადგენლების ვინაობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ, ან შემხებლობაში იყვნენ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმი, ივლისის შემდეგ სამი თვე გავიდა და მთავრობას ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია.

„ამავე დროს, ჩვენი საკითხების და ამ შემთხვევაში „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ ევროკავშირსა და რუსეთს შორის მაღალი დონის დღის წესრიგში, რუსეთისადმი წარდგენილი მოთხოვნების და სანქციების ნუსხაში ჩვენი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მოსახვედრად შექმნილი საერთაშორისო კონიუნქტურა ჩვენთვის ხელსაყრელია. ამ სიტუაციაში, მთავრობის პასიურობა დანაშაულის ტოლფასია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება