ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი

ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტში იმ საკითხის ასახვა, რაც არის დაკავშირებული არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებაში სწორედ ის საკითხებია ასახული, რაც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში და მკაფიო მითითებებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ.

„არის ძალიან მკაფიო მითითებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ. საუბარია, ერთ შემთხვევაში, გამოძიებაზე, მეორე შემთხვევაში, სამართლის აღსრულებაზე. ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომელიც ჩვენ ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში ავსახეთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი რეზოლუციის ეს ჩანაწერები უკვე ევროპულ დოკუმენტში აისახა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში- აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ამასთან, ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიებას და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მართლმსაჯულების აღსრულებას მოითხოვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა