პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჯვრის მამის მონასტრის მონაზონმა, დედა თამარმა შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობა დაიწყო

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი, დედა თამარი შეუერთდა, რომელმაც შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობა დაიწყო.

დედა თამარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი რელიგიურად ცოდვად ითვლება, ის თავს უფლებას აძლევს, რომ ამ ფორმით სოლიდარობა გამოხატოს შვილმკვდარი მამების წინაშე და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს გვერდით დაუდგნენ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და სიმბოლურად ცაში ფრანები აუშვეს. აქციის მონაწილეებს მიმართეს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდეს. პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. აქციაზე რამე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა