თამარ ჟვანია - ჩვენ ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე და წარმატებულ არჩევნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, დღესდღეობით საარჩევნო გარემო შეიძლება შეფასდეს, როგორც გამჭვირვალე და ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს, სწორედ გამჭვირვალობის პრინციპით წარიმართა.

თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები წარმატებულად ჩატარდება.

„საარჩევნო გარემოს გამჭვირვალობას უზრუნველყოფს პროცესების ხელმისაწვდომობა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს.

ჩვენ უკვე ძალიან ბევრი დამკვირვებელი გვყავს რეგისტრირებული. ბოლო სხდომებს 18 ორგანიზაციის 208 დამკვირვებელი ესწრებოდა. ასე რომ, გამჭვირვალობა სახეზეა. ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე და წარმატებულ არჩევნებს",- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა