43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზულად გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ოლიმპიადაზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან ეწვევიან.

მათივე ცნობით, სპეციალურად ბათუმის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცე-რემონიისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ შექმნეს, საბალე-ტო ნომერი ნინო ანანიაშვილის მიერ დაიდგა. მაყურებლის წინაშე ასევე წარდგება ანსამბლი „სუხიშვილები“.

„გახსნის ცერემონია აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. „ბლექ სი არენაზე“ მისული სტუმრები სცენა-ზე იხილავენ ნინო ქათამაძეს, ლადო ათანელს, ლიზა ბაგრატიონს, გიორგი უშიკიშვილს, გიორგი ცაგარელს, ნიკა კოჩაროვსა და Young Georgian Lolitaz-ს, ფოლკლორულ ანსამბლს „ლაშარი“, აჭარის სახელმწიფო კაპელას, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ნიკოლოზ რაჭვე-ლის ხელმძღვანელობით, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასს. დროშების აღლუმს წარადგენენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა