ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საკონცერტო სეზონს ქალაქ რუსთავის დრამატულ თეატრში გახსნის

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საკონცერტო სეზონს ქალაქ რუსთავის დრამატულ თეატრში გახსნის

2018 წელს ქალაქის რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, „რუსთავქალაქობა 2018“ 15 სექტემბერს 20:00 საათზე ნიკოლოზ რაჭველისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. შესრულდება ზაქარია ფალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები. სოლისტები: ნატო მეტონიძე და ალტისტი გიორგი ცაგარელი.

პროექტი ქალაქის მუნიციპალიტეტისა და რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას პატრონაჟით იმართება.