ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მონაწილეობით სემინარი - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ გაიმართება

16-18 სექტემბერს, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი, როჯერ გეილის ხელმძღვანელობით ეწვევა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართელოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მონაწილეობით, გაიმართება სემინარი - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“.

„სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ გეილი.

სემინარზე, მოხსენებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი წარდგება და რეგლამენტის რეფორმის შედეგად შემუშავებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრებს. მოწვეულ სტუმრებს მიაწოდებს ინფორმაციას, თუ როგორ აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები და გაძლიერდა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები. ასევე საუბარი იქნება პარლამენტის როლზე, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე, მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საპარლამენტო ზედამხედველობაში ოპოზიციის როლზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ისაუბრებს.

„ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება დისკუსია საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოდერაციას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე გაუწევს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს განვითარების პროგრამის და საპარლამენტო კავშირის პროექტის „დემოკრატიული პარლამენტები“ წარმომადგენლები.

სემინარზე მოწვეული არიან ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, 17 და 18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები გაემგზავრებიან სოფელ ხურვალეთში და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა