დავით კოდუა - სუს-ში კითხვები ეხებოდა ჩემს უფლებამოვალეობებს, თუ რას ვსაქმიანობდი გუბერნატორის მოადგილედ ყოფნის პერიოდში, სხვა თემაზე შეკითხვები არ დასმულა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზუგდიდის განყოფილებიდან გამოვიდა. კოდუას თქმით, უწყებას კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას საქმიანობდა ის გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში.

"კითხვები ეხებოდა ჩემს უფლებამოვალეობებს, თუ რას ვსაქმიანობდი გუბერნატორის მოადგილედ ყოფნის პერიოდში. სხვა თემასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა", - განუცხადა კოდუამ ჟურნალისტებს.

მისი ინფორმაციით, უწყებაში შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ის არ დაუბარებიათ და აღნიშნულთან არანაირი კავშირი არ აქვს. კოდუას გამოკითხვა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა