მარინ ლე პენი ინიციატივით გამოდის, ევროკავშირის ნაცვლად ევროპული ერების კავშირი დაფუძნდეს

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ინიციატივით გამოვიდა, რომ ევროკავშირის ნაცვლად ევროპული ერების კავშირი დაფუძნდეს. ამის შესახებ მარინ ლე პენმა 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის პარტიის პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროკავშირი უგუნურ საიმიგრაციო პოლიტიკაშია ჩაფლული და ევროპის კონსტრუქციული პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ ევროპული ერების კავშირის დასაფუძნებლად, რომელიც ევროკავშირს ჩაანაცვლებს“.

„ევროკავშირი ევროპა არ არის. ევროკავშირი იდეოლოგიური კონსტრუქციაა, ინსტიტუტია, რომელსაც ანონიმური ხელისუფლება მართავს. ევროკავშირი სერიოზულად აზიანებს ევროპას“, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.

მარინ ლე პენის განცხადებით, „ევროკავშირი დღვანდელი ფორმით დიქტატურად იქცა, რომელიც ძალადობას იყენებს ერების წინააღმდეგ, კერძოდ, ბრიტანელების და პოლონელების, რომლებიც არ ემორჩილებიან ევროკავშირის კანონებს“.

„ევროკავშირი არ იცავს ევროპას, არამედ ანადგურებს ევროპულ იდეას. ყველაზე უარესი ის არის, რომ ევროპული იდეის განადგურება საიმიგრაციო ნაკადების, ფინანსური ოლიგარქიის, სოციალური დაცვის გაუქმების, ჩვენი იდენტობის განადგურების ხარჯზე ხდება“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა