სატვირთო ავტომობილების მძღოლები მზად არიან, ფინანსთა მინისტრს მედიის თანდასწრებით შეხვდნენ

ლილოს გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სატვირთო ავტომობილების მძღოლები მზად არიან, ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მედიის თანდასწრებით შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ ლაშა ნასარიძემ განუცხადა, მძღოლები ითხოვენ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ დადგენილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება. შესაბამისად, მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბარი მაჭავარიანთან მედიის თანდასწრებით უნდა შედგეს.

"ფინანსთა მინისტრს სადაც ესიამოვნება იქ შევხვდებით. აქ თუ მობრძანდება, მოვიდეს, ველოდებით.თუ არ მობრძანდება, გვითხრას, სად არის და იქ მივაკითხავთ ტელევიზიებთან ერთად. თუ დაგვთანხმდება ამ პირობებზე, ჩვენც თანახმა ვართ, რომ შევხვდეთ, თუმცა პასუხს არ გვცემენ“, - განაცხადა ნასარიძემ.

ამასთან, მძღოლები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა თუ აიკრძალება, ეს დიდ გავლენას იქონიებს პურის ფასის გაძვირებაზე.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ხორბლის გადაზიდვით არიან დაკავებული, უკვე რამდენიმე დღეა რაც აქციას მართავენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ