ფინანსთა მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა საკითხი მძღოლებთან ერთად გაიაროს, რათა არსებული პრობლემები უმტკივნეულოდ მოგვარდეს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა საკითხი მძღოლებთან ერთად გაიაროს, რათა არსებული პრობლემები უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

მაჭავარიანის განცხადებით, პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება და არავის ლობირება არ მოხდება. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ავტომობილებით განხორციელებული ტვირთბრუნვა სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა საავტომობილო მონაკვეთზე, რაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემოსვლასაც მნიშვნელოვნად აფერხებდა.

თავის მხრივ, ტრაილერების მძღოლების აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც შეხვედრაზე იმყოფება, აცხადებს, რომ მინისტრს არ აქვს სწორი და სათანადო ინფორმაცია. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გზებზე გრაფიკი დაწესებულიყო, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების გადაადგილება გარკვეული საათების განმავლობაში აიკრძალებოდა.

მძღოლების ნაწილი ასევე პრეტენზიას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომლებიც მათ გააჩნიათ. მათ შორის, ფინანსურ დავალიანებებს ბანკებთან. ისინი მინისტრისგან მოითხოვენ გააუქმოს მიღებული დადგენილება.

თავის მხრივ კი, მინისტრი მათ ერთობლივი მუშაობისთვის გარკვეულ პერიოდს სთავაზობს, რაც მძღოლების ნაწილისთვის მიუღებელია.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა