ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ.რესპუბლიკის დღე მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ.რესპუბლიკის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ.რესპუბლიკის დღე მიულოცა.

ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

„ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება მეგობრობის, მოკავშირეობისა და ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის საფუძველზე“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის წერილში.

ვლადიმერ პუტინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რუსეთი მზად არის შემდგომშიც გაუწიოს სამხრეთ ოსეთის ხალხსა და ხელისუფლებას დახმარება სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.