არჩილ თალაკვაძე - ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი.

მისი თქმით, საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და ადგილი აქვს უკანონო ოკუპაციას. ეს თანხვედრაშია ჩვენი გუნდის პოზიციასთან და ეს პოზიცია არ გადაიხედება მომავალში. მინიმუმ ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი და რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სამშობლო და ქვეყნის ინტერესები. საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთი ქვეყნიდან გავა. გრიგოლ ვაშაძე კი არის ის ადამიანი, რომელსაც 2009 წლამდე ვერ გააგდებინეს ხელიდან რუსული პასპორტი. ის, როგორც რუსეთის მოქალაქე მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის საქმიანობაში და მე ვფიქრობ, რომ მას მორალური უფლება არ აქვს სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკოს",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა