ანონსი 23 სექტემბერი

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართება.
23 სექტემბერს, 12:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის არენაზე (ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უკან ) საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება.
23 სექტემბერს, 13:30 საათზე, კახა კალაძე ნაფეტვრებში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალირებს.
საკონტაქტო პირი თაია - 558 888 282
23 სექტემბერს, 18:00 საათზე, კოჯორში, მთაწმინდის რაიონის გამგეობა აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან: დედაქალაქის მთავრობის წევრები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.
საკონტაქტო პირი ხათუნა კიღურაძე - 599 10 00 07

























