დავით მესხიშვილი - ტაქსის გადაღებვა 1000-1500 ლარი ჯდება, გარდა ამისა, მძღოლებისთვის არსებობს სხვა დანახარჯებიც, რაც ტაქსით მგზავრობას გააძვირებს

ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც თეთრ ფერზე, არის ფასადური, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განუცხადა, რომელიც დედაქალაქის მერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ტაქსის გადაღებვა 1000-1500 ლარი ჯდება. ამას გარდა, ტაქსის მძღოლებისთვის არსებობს სხვა დანახარჯებიც, რაც საბოლოო ჯამში, ტაქსით მგზავრობის ღირებულებას გააძვირებს და ამ თანხების ამოღება მგზავრების ჯიბიდან მოხდება.

მესხიშვილის განცხადებით, შეცდომას უშვებს მერია, როცა დედაქალაქში ტაქსებისთვის ერთ ფერს აწესებს. მისივე თქმით, ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსია, გადაადგილება ჭირს, ტაქსის გაძვირების შემთხვევაში კი, ისინი იძულებული იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

„ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც არის ფასადური. ეს რეფორმა, როგორც მერიამ დაგეგმა, რეალურად არაფრისმომცემია. მთავარი ის იყო, რომ ტაქსები ტექნიკურად ყოფილიყო გამართული, მოწესრიგებული. ეს ყველაფერი კი ადმინისტრაციულად მოგვარებულიყო. ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, სინამდვილეში რას ნიშნავს ტაქსებთან დაკავშირებით შეტევა. შეიძლება თბილისში თეთრმა ტაქსებმა იარონ, მაგრამ ჩვენთვის, მგზავრებისთვის შეიცვლება ერთი – ძვირად ვიმგზავრებთ თეთრი ტაქსით“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

კალაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ