27 სექტემბერს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი 2018“ გაიხსნება

27 სექტემბერს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი 2018“ გაიხსნება

ღვინის უბანში, 27 სექტემბერს რიგით მე-9 კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი 2018“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამაუწყებლო ტექნიკის მე-5 საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები: Canon, Panasonic, RTS, Broadstream, Sony, ARRI და სხვა. ფესტივალის პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სამაუწყებლო პროდუქციის გამოფენასაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საპროდიუსერო და სადისტრიბუციო კომპანიები: Disney, BBG, Porticomedia, Kinonota და სხვა.

სამინისტროს განცხადებით, „ოქროს თვალი 2018“-ის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის მსოფლიო დონის ექსპერტების მასტერკლასები. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი 2018“ 28 სექტემბერს, “Tbilisi Event Hall“-ში საზეიმო ცერემონიით დაიხურება. ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კინო ოპერატორული ნამუშევარი; საუკეთესო ტელე ოპერატორული ნამუშევარი; სარისკო კადრი; საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი;

„ოქროს თვალი 2018“-ის მხარდამჭერი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.