ანონსი 27 სექტემბერი

ანონსი  27 სექტემბერი

27 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, შეხვედრას გამართავს.

თემა: „საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარება“.

საკონტაქტო პირი ნანა კალანდაძე - 577 02 58 57

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დაიწყებს.

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, “თავისუფალი დემოკრატების”, “ეროვნული ფორუმის”, “შენების მოძრაობის” ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გმირთა მოედანზე სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს შეამკობს.

საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 139914

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, ღვინის უბანში კინო და ტელეოპერატორების რიგით მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი 2018“ გაიხსნება.

მის.: პეტრიაშვილის ქ. №1

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

27 სექტემბერს, 10.00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიხსნება საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მის.: რუსთაველის გამზ. #52

27 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2019-2021 წლების სტრატეგიულ ამოცანებს, ორგანიზაციული განვითარების ძირითად პრიორიტეტებსა და 2019 წლის სამოქმედო გეგმას გააცნობს.

მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი N1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

27 სექტემბერს, 10:30 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" გიგა მაქარაშვილთან ერთად ზუგდიდიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მსვლელობას გამართავს.

საკონტაქტო პირი ანა ჭარხალაშვილი - 592016286

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე და იურისტი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ნულოვანი კონტროლი ტრანზიტული მანქანების გამართულობის კუთხით; დახარვეზებული მანქანების კატასტროფული სტატისტიკა და მიზეზები; ავტოპარკის 91% მოძველებულია; ეკონომიკის სამინისტროს უკანონო ბრძანება, რომელიც ზღუდავს და ანადგურებს ინსპექტირების ცენტრებს - სასამართლო დავა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს და გაასაჯაროებს დოკუმენტს, რომელიც შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და თბილისის მერს კახი კალაძეს ეხება.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, "ძალა ერთობაშიას" ლიდერები გმირთა მოედანზე, მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

27 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში

თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის, შალვა ოგბაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეგულაცია.

მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 სექტემებერს, 12:00 საათზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს.

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტების საინიციატივო ჯგუფის წევრების, მანჩო გიორგობიანისა და გიორგი ქებურიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მარიხუანას კულტივაციის საკითხი, ნარკოპოლიტიკა.

მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, "ძალა ერთობაშიას" წევრი შოთა მალაშხია აფხაზეთიდან დევნილებს უმასპინძლებს და პროკურატურას მიმართავს.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს შეხვდება და მონაცემთა დაცვის სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსა და საკანონმდებლო სიახლეებს განიხილავს. მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106

საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544415

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 სექტემბერს, 13:30 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან და ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ოჩამჩირის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის თბილისის მეტოქიონის (აგლაძის ქუჩა, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) გუმბათზე აღიმართება ჯვარი და გაიმართება აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 139914

27 სექტემბერს, 14:00 საათზე, რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, ბრიფინგს გამართავს.

მის.: სოფელი დიღომი, დავით სარაჯიშვილის ქ. #24 ა

საკონტაქტო ტელ.: 599 50 99 10

27 სექტემბერს, 14:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით - „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“.

თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” წევრები გმირთა მოედანზე მემორიალს პატივს მიაგებენ. საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.

მის: გორგასლის N24, 0114 საკონტაქტო ინფორმაცია : 595339609

27 სექტემბერს,15:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

მის.: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, I სართული, ანა პოლიტკოვსკაიას 61 (ყოფილი ჯიქიას 9)

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია"-ს ორგანიზებით, ენგურის ხიდთთან პერფორმანსი "აფხაზეთი საქართველოა" გაიმართება

საკონტაქტო პირი ანა ჭარხალაშვილი - 592016286

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება პროექტის "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის www Ganakhleba.ge-ის პრეზენტაცია.

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - („კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა“) პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ წევრების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში.

თბილისი, ფრაქციის სათათბირო ოთახი N341 (C კორპუსი)

27 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის „არქიტექტურის ფოტოგრაფის“ სახელით ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის გამოფენას, სახელწოდებით - „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“.

თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის გამზირი N3

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) მარკეტინგული ივენთი „Content Marketing with Content” გაიმართება.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N82

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში „საპარტნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ-საქართველო" ღია კარის დღეს აწყობს.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7.