ვაზიანში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზადაა. დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და ყურადღება მსოფლიოს უსაფრთხოებასა და მშვიდობის განმტკიცებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უსურვა. სამშვიდობო კონტინგენტს მისიის წარმატრებით განხორციელება უსურვა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა კი სამხედროებს ქართულად მიმართა.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული კი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს, ხოლო IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული როტაციის წესით II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას