ანონსი 30 სექტემბერი

ანონსი  30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 09:00 საათზე, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, პირველი კლასიკური გიმნაზიიდან სტარტს რიგით მე-7 „თბილისიმარათონი“ აიღებს.

საკონტაქტო: 595 033 494 ნიკოლოზ ჯინჯიხაძე

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების ორგანიზებით ,ენების ევროპული დღე გაიმართება. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების პრეზიდენტი საქართველოში ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

მის: ზანდუკელის ქ.#16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

საკონტაქტო პირი: მზეხა მახარაძე 593 59 28 72

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, მარტვილში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდება.

მის: თავისუფლების N 7

30 სექტემბერს, 14:00 საათზე „შატო მუხრანში“, რთველის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, კომპანიის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს საზეიმოდ გადასცემენ ახალგორში აღმოჩენილ, ანტიკური პერიოდის თავისი მნიშვნელობით უნიკალურ ბრინჯაოს ქანდაკებას პირობითი სახელწოდებით „მშვიდობის მავედრებელი“.

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, კიკვიძის პარკში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჩხოროწყუში, კულტურის ცენტრსა და მოსწავლე ახალგაზრდობია სასახლეში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

მის: აღმაშენებლის N 6

30 სექტემბერს, 18:00 საათზე, წალენჯიხაში, კინოთეატრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

მის: სალიას N 4