1-ელ ოქტომბერს ქართული სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

1-ელ ოქტომბერს ქართული სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე 1-ელ ოქტომბერს სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიულოცავს და სიტყვით მიმართავს.

სამხედრო მოსამსახურეებს ავიაციის დღეს მიულოცავენ ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.