„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობაში ჩაერთვება

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ აშშ-ში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ურთიერთგაგების მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, Phi4 Technology Sl -სა და Silk Tech Group-ს შორის გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, „მწვანე ეკონომიკის“ ერთიანი კონცეფციით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, საქართველში ალტერნატიული ენერგიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება.

„მემორანდუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდი“ ერთვება აღნიშნულ პროექტში და ჩვენი საინვესტიციო მანდატის შესაბამისად, გამოხატავს მზადყოფნას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დავაფინანსოთ საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა,“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პირველად, გრაფენის ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების საწარმოები, ობიექტები და საოპერაციო ცენტრები აშენდება, რომლებიც განახლებადი და მდგრადი ენერგიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში განახლებადი და სუფთა ენერგიის წყაროებისა და გარემოსადმი მეგობრული პროექტების განხორციელებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა