ანა ნაცვლიშვილი ანზორ ჩუბინიძეს  - სახელმწიფოს ინსტიტუტებია სასწორზე და არა ვინმეს სურვილი, რომ  სახელმწიფო დაცვით დადიოდეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ ეყოლება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააპროტესტა.

ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს მწირი დასაბუთება გვარწმუნებს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო მეთაურის, უმაღლესი მთავარსარდლის უსაფრთხოების სისტემის მოშლასთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს ინსტიტუტებია სასწორზე და არა ვინმეს პირადი სურვილი, რომ დადიოდეს სახელმწიფო დაცვით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის პასუხად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვაზე პასუხისმგებლობას არ იხსნის, მაგრამ ეს საჭიროების მიხედვით, რისკების შეფასების საფუძველზე მოხდება.

კომიტეტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, დაცვის ნაცვლად ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა