ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი 2008 წელს შემოუძღვა რუსულ ჯარს და ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი

სააკაშვილი 2008 წელს შემოუძღვა რუსულ ჯარს და ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით რუსეთის ჯარმა საქართველო დატოვა, ხოლო სააკაშვილი 2008 წელს უკან შემოუძღვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია, მითუმეტეს არ დაიკარგებოდა 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ, ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ ყველაზე მეტად წინ წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ გადმოიტანონ და ჩვენ დაგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი იმაში, რომ რუსულმა ჯარებმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, სააკაშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია, რომ დღეს ეს ხალხი ისევ ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა