დავით უსუფაშვილი - ჩვენი მთავრობის წევრები ლონდონში და ბომბეიში კი არ უნდა მიდიოდნენ, საქართველოში, ქართველმა პროკურორებმა უნდა გამოიძიონ რაც შეიძლება სწრაფად საქმე

მექმნება შთაბეჭდილება, რომ არათუ თვეების, წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფის“, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შორის გამალებული კორუფციული საუბრები და მოქმედებები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის წევრები ლონდონში და ბომბეიში კი არ უნდა მიდიოდნენ, აქ, საქართველოში, ქართველმა პროკურორებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიონ აღნიშნული საქმე“.

„მსგავს შეხვედრებში არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმაცია მქონდა. ერთი კვირა გავიდა, რაზეც ბატონ ზაზა ოქუაშვილს ყოველდღე მივმართავდი, რომ რაც შეიძლება დროზე ეთქვა ყველაფერი. ეს ყველაფერი ერთი თვით ადრე რომ ყოფილიყო ნათქვამი, ჩვენ გაცილებით წინ ვიქნებოდით საქმის გამოძიებაში თუ გარკვევაში. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მე პირადად მექმნება შთაბეჭდილება, რომ არათუ თვეების, წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შორის გამალებული კორუფციული საუბრები და მოქმედებები მიმდინარეობდა. რაღაც მომენტში ამ საუბრებმა მხარეებში გამოიწვია სხვადასხვა განწყობები და ახლა ჩვენ ეს ყველაფერი ვიხილეთ დღის სინათლეზე. ამიტომ, ჩვენი მთავრობის წევრები ლონდონში და ბომბეიში კი არ უნდა მიდიოდნენ, აქ, საქართველოში, ქართველმა პროკურორებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიონ ეს საქმე იმიტომ, რომ ის რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, სრულიად ცალსახად მიანიშნებს არაერთ ეპიზოდზე, იზოლირებულ შეხვედრაზე ან საუბარზე, არამედ პროცესზე, უზარმაზარ თანხებზე, ქეშით გატანილ-გამოტანილზე. პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, „ომეგა ჯგუფისთვის“ 11-ჯერ გადავადებული გადასახადები კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ფაქტია, რომ კონკრეტულ კომპანიას, რასაც თავად ხელისუფლება გვეუბნება, 11-ჯერ გადაუვადეს გადასახადები, მრავალ ათეული მილიონიანი. რომელ მოქალაქეს გადაუვადდა 11-ჯერ გადაუხდელი ბანკის ვალი, რომელსაც ბინა ჰქონდა დაგირავებული, ან სხვა პრობლემები ჰქონდა? თუ ამას აკეთებდა ხელისუფლება და მთავრობა, ამას აკეთებდა რაღაცის სანაცვლოდ. აქ ჩვენ გვაქვს სინამდვილეში სიმპტომური საქმე, რომლის გამოძიებაც აუცილებელია ქვეყნის, სახელმწიფოს და ბიზნესის გასაჯანსაღებლად. მე იქ არ ვიცი 4 მილიონზე იყო ლაპარაკი, თუ 10-ზე, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ცუდი ამბებია მომხდარი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა