სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები თერმული ნისლის გამოყენებით მუშავდება.

შეწამვლით ღონისძიებებთან ერთად მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება მოსაზიდი ხაფანგები. მოსახლეობა მუდმივად იღებს ინფორმაციას მექანიკური მეთოდების შესახებ. ბრძოლის ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა ტყის პირებიდან სახლებში ინაცვლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები აჭარის რეგიონში.

ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 670 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა