თსუ-ში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული გაიხსნება

2 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ცერნის ATLAS ექსპერიმენტში მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვეიცარია, რუსეთი, შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩეხეთი და სხვა). ტაილ კალორიმეტრის პროექტი აერთიანებს 25 ინსტიტუტს და უნივერსიტეტს მთელი მსოფლიოდან. კონფერენცია შეაჯამებს დეტექტორის მთავარი ამოცანების სტატუსს, როგორებიცაა: კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა მომზადება და ვარგისიანობა, მომსახურეობა, ფუნქციონირება და განახლება.

ATLAS ექსპერიმენტი არის დიდი კვლევითი პროექტი ფუნდამენტური კვლევების ფრონტზე, რომელიც იყენებს თანამედროვე სამეცნიერო ინსტრუმენტებს სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი არის დიდ ადრონულ კოლაიდერზე არსებულ ოთხ მთავარ ექსპერიმენტთაგან ერთ-ერთი, რომელსაც გადაჰყავს ნაწილაკების ფიზიკა შემეცნების ახალ საფეხურზე. დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ბუნების ფუნდამენტური პროცესების გამოკვლევისათვის ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე ფიზიკოსებმა შექმნეს უპრეცენდენტო ზომის და სირთულის დეტექტორი: 46 მეტრი სიგრძის, 25 მეტრი სიმალღლის და 7000 ტონა წონის. ATLAS დეტექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დეტექტორი ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის ოდესმე შექმნილ დეტექტორებს შორის და წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით 38 ქვეყანის 180 უნივერსიტეტის და ლაბორატორის 3000-ზე მეტი მეცნიერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან სამრეწველო კომპანიებთან. ATLAS ექსპერიმენტის დიდი პოტენციალი ფიზიკის შესწავლის საქმეში დიდად არის დამოკიდებული მისი მრავალი ქვე-დეტექტორის საიმედო მუშაობაზე, კერძოდ კი ადრონული კალორიმეტრის ფუნქციონირებაზე. ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრი, რომელსაც ხშირად უწოდებენ TileCal-ს, მოიცავს დეტექტორის ცენტრალურ ნაწილს, რომლის მიზანია ნაწილაკების - ადრონების ენერგიისა და მდებარეობის განსაზღვრა.

ქართველი ფიზიკოსები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან (თსუ მეფი) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტიდან მონაწილეობენ ATLAS ექსპერიმენტში 1994 წლიდან, ექსპერიმენტის მომზადების ადრეულ ეტაპებიდან და არიან ATLAS კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრები.

საერთაშორისო კონფერენცია „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“ 6 ოქტომბერს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა