ირაკლი კობახიძე - ზაზა ოქუაშვილი უკადრებელს კადრულობს

ზაზა ოქუაშვილმა “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით ბიზნესი და ტელევიზია სრულიად უანგაროდ დაიბრუნა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, სამართალი, რომელიც ოქუაშვილს “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წაართვა, “ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა“. კობახიძემ ბიუროს სხდომაზე ისიც თქვა, რომ ოქუაშვილმა ბიუჯეტის წინაშე დაახლოებით 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა და სურს, რომ ვალი ბიუჯეტში არ გადაიხადოს, “რისთვისაც უკადრებელს კადრულობს“.

“სიტუაცია არის ასეთი: - ზაზა ოქუაშვილი არის ადამიანი, რომელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანუ აკაკი ბობოხიძემ, სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ ჯერ ბიზნესი წაართვეს და შემდეგ წაართვეს ტელევიზია. ვიდრე კანონიერ მეპატრონეს “რუსთავი2“-ს წაარმთმევდნენ, მანამდე იყო “იბერიის“ წართმევა. ყველას გვახსოვს, როცა თანამშრომლები მიწაზე იწვნენ. ეს არის სწორედ ჰოლოკოსტი, როცა ადამიანის ღირსების შელახვით ხდება ბიზნესისა და ტელევიზიის წართმევა. ეს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს. 2012 წლის შემდეგ, ქვეყნიდან განდევნილი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით ბიზნესი და ტელევიზია სრულიად უანგარიდ დაუბრუნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, “ევროპული საქართველოს“ წევრებმა - სერგი კაპანაძემ და აკაკი ბობოხიძემ “ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოსვლა მოითხოვეს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, ფარული ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ბიზნესის რეკეტსა და ფულის გამოძალვას.

უმცირესობის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს მიმართეს ერთგვარი რიტორიკული კითხვით, იყო თუ არა ეს ის საკითხი, რაზეც პარლამენტს რეაგირება უნდა მოეხდინა და შესაბამისი უწყებები დაებარებინა.

უმცირესობას დეპუტატმა ეკა ბესელიამ უპასუხა, რომელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პარლამენტის წევრები პირველ რიგში იმით უნდა ინტერესდებოდნენ, თუ რამდენად კანონიერად ხდება ფარული ჩანაწერების მოპოვება და ხომ არ აქვს ადგილი პირად სივრცეში უკანონო შეჭრას. ამ კონტექსტში ბესელიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გამკაცრდა კანონმდებლობა ფარული ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით.

ბიუროს სხდომაზე დაწყებული ცხარე კამათი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დისკუსიაში უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაერთო. კობახიძემ უმცირესობის ბრალდებებს კონტრბრალდებებით უპასუხა და 9-წლიან რეჟიმზე გაამახვილა ყურადღება. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული კომედია იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა