რელიგიის სააგენტომ რელიგიურ გაერთიანებებს 2018 წლის ბიუჯეტიდან თანხები გაუნაწილა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან უკვე გაუნაწილა 3 500 000 ლარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, თანხები შემდეგი ოდენობით გადანაწილდა: საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

რაც შეეხება 2018 წლისთვის დარჩენილ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, როგორც რელიგიის სააგენტოში აცხადებენ, 2018 წლის 25 სექტემბრის რეკომენდაციით, შემდეგი ოდენობით გადანაწილდა: საქართველოს ისლამურ თემს - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 200 000 (ორასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეურ თემს - 100 000 (ასი ათასი) ლარი.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანად, 2018 წელს, რელიგიური გაერთიანებები შემდეგი ოდენობის თანხებს მიიღებენ: საქართველოს ისლამური თემი - 2. 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეური თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

სააგენტოს მიერ 2018 წელს განაწილებულმა თანხებმა 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა