ზაზა ხატიაშვილი - ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული აუდიოჩანაწერები მონტაჟია

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების, „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტოა.

„ერთი კვირის წინ გავმართე ბრიფინგი და განვაცხადე, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მე მივმართე ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო დაწესებულებას. დღეს მივიღე შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ბოლო ნაწილში წერია - „ჩემი გამოცდილებით აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა საფუძველს ითქვას, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დასკვნა ქართული სამართალდაცვის სივრცისთვის არის უპრეცედენტო. დასკვნის სანდოობა არის 100%-იანი“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ამასთან, ზაზა ხატიაშვილი გეგმავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურას გადასცეს, რათა უწყებამ დაადგინოს, ვინ და როგორ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი. ის ასევე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაადგინონ და გამოიკვლიონ, ვინ მფარველობდა ზაზა ოქუაშვილს სამი წლის განმავლობაში, როდესაც მან ბიუჯეტში თანხები არ გადაიხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა