მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული - „მშვიდობა უდრის მომავალს“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების განყოფილება აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“-ს ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის დახურვის ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული - „მშვიდობა უდრის მომავალს“ 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე აფხაზეთის მთავრობისა და განათლების და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მიმდინარეობდა. დახურვის ღონისძიებაზე კვირეულის აქტივობებში მონაწილე ბავშვებს დიპლომები გადაეცათ. ასევე, ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლ „კათარზისის“ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი-მადლი“ ხელმძღვანელი ფლორა შენგელია, ქველმოქმედი გულიკო ორაგველიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა