ეკა გიგაური - ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან, - ამის შესახებ დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

"საზოგადოების წევრებს არ გვაქვს იმის განცდა, რომ რომელიმე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ეს იქნება პროკურატურა, აუდიტის სამსახური თუ ეროვნული ბანკი რამეს მოიმოქმედებს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა დღეს იმართება არაფორმალური მეთოდებით, კრიმინალების დახმარებით და აქედან გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რამე საქმე იქნება გამოძიებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, მთავრობის წევრები გონს მოეგონ და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. სხვა შემთხვევაში, ასეთი სახელმწიფო ინსტიტუტების და დამოკიდებულების პირობებში ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც კი აქვს შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლა, უზრუნველყოს, რომ ასეთი კრიზისი ქვეყანაში აღარ მოხდეს", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და პასუხები არ არის. გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია მათი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისთან დაკავშირებით. ამდენად, ექნებათ მათთან შეხვედრები და მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რაში გამოიხატება ეს კრიზისი.

გიგაურმა განსაკუთრებით მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, არ შეეგუონ არსებულ სიტუაციას, რისთვისაც მათ ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა